TOEFL PBT/ITP-ის ტესტისათვის მოსამზადებელი კურსი
რატომ TOEFL PBT/ITP - TOEFL PBT/ITP-ის ტესტის მიზანია შეაფასოს იმ ადამიანების ინგლისური ენის ცოდნა აკადემიური მიზნებისათვის, რომელთა მშობლიური ენა ინგლისური არ არის. ეს ტესტი გამოიყენება როგორც ინსტიტუციონალური ტესტი სტიპენდიის სხვადასხვა პროგრამებზე.

მოკლედ კურსის შესახებ - TOEFL PBT/ITP ტესტი არის ე.წ. ~ქაღალდის ტესტის ვერსია, რაც განსხვავდება ინტერნეტ ტესტისაგან. სწავლების პერიოდში ყურადღება თანაბრად ექცევა TOEFL-ის სამივე ნაწილის (listening, structure and reading) ჩვევების განვითარებას.

შედეგები - ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 657 და 670.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს ენის ცოდნის დონეს, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწალო პროგრამა.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.