IELTS-ის ტესტისათვის მოსამზადებელი კურსი
რატომ IELTS - IELTS-ის ტესტის ჩაბარება მოეთხოვებათ მათ, ვინც აპირებს სწავლას დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტებში, იგი ასევე გამოადგებათ აშშ-სა და კანადის ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს ემიგრირება ან სამუშაოდ თუ ტრეინინგზე გამგზავრება კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მოკლედ კურსის შესახებ - სწავლების პერიოდში ყურადღება თანაბრად ექცევა IELTS-ის ოთხივე ნაწილის (listening, reading, writing and speaking) ჩვევების განვითარებას.

შედეგები - ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც კი, როგორიცაა 8.5 და 9.0 (მაქსიმუმი).

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს ენის ცოდნის დონეს, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწალო პროგრამა.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.