GMAT-ის ტესტისათვის მოსამზადებელი კურსი
რატომ GMAT - GMAT -ის ტესტის ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა მათთვის, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება ამერიკისა და კანადის უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის და სახელმწიფო მართვის სპეციალობებზე. ის ასევე არის ევროპისა და ავსტრალიის ზოგიერთ უნივერსიტეტში მიღების აუცილებელი პირობა.

მოკლედ კურსის შესახებ - სწავლების პერიოდში ყურადღება თანაბრად ექცევა GMAT-ის სამივე ნაწილის (verbal, quantitative and writing) ჩვევების განვითარებას. კურსში გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე.

შედეგები - ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 660 და 730.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს ენის ცოდნის დონეს, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწალო პროგრამა.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.