აკადემიური სწავლებისთვის მოსამზადებელი კურსი
ეს კურსი განკუთვნილია იმ მსურველთათვის, რომლებიც ემზადებიან სწავლის გასაგრძელებლად ინგლისურენოვან სასწავლებელში ან სურთ რომ უფრო ღრმად შეისწავლონ ენა.

მისი მიზანია მოამზადოს მსურველები ანგლო-ამერიკული დაწესებულებების აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება ისეთი ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა ანალიტიკური წერა და კითხვა. მოცემული ინფომაციისა და შეხედულებების ანალიზი/კრიტიკა, არგუმენტაცია, ბუნებრივი ან ხელოვნური პროცესის აღწერა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვა მოცემულ თემაზე.

სწავლება მიმდინარეობს ყველა დონეზე:

Beginner
Elementary
Pre-Intermediate
Intermediate
Upper indermediate
Advanced

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს ენის ცოდნის დონეს, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწალო პროგრამა.

სახელმძღვანელო გაიცემა უფასოდ.

კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.