PET


ზოგადი ინფორმაცია  PET-ის ტესტის  შესახებ:

PET-ის არის კემბრიჯის უნივერისტეტის წინამოსამზადებელი ტესტი ინგლისურ ენაში, რომელიც ძირითადად, სკოლის მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნას ამოწმებს, თუმცა სხვა შემთხვევებისთვისაც აქტიურად გამოიყენება.

PET-ის ჩაბარება შესაძლებელია როგორც კომპიუტერით, ასევე ქაღალდზე.

საერთოდ, ტესტის ორი ვარიანტი არსებობს: PET სკოლის მოსწავლეებისთვის და PET-ის ზოგადი ტესტი. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პირველ ვარიანტში მოცემული სავარჯიშოები და დავალებები სასკოლო სიტუაციაზეა მორგებული.

ტესტი სამი ნაწილისგან შედგება: კითხვისა და წერის ერთად, მოსმენისა და საუბრის.

PET-ის პირველი ნაწილი სტუდენტის კითხვისა და წერის უნარებს ამოწმებს. იგი 1 საათი და 30 წუთი გრძელდება და 5 კითხვისა და 3 წერის სექციას მოიცავს. კითხვის სექციებში სულ 35 შეკითხვაა მოცემული, ხოლო წერით სექციებში სტუდეტს: წინადადებების შევსება, 35 სიტყვიანი პასაჟისა და 100 სიტყვიანი თემის დაწერა ევალებათ. ამ ნაწილში მიღებული ქულები მთლიანი შეფასების 50%-ს შეადგენს. 

მოსმენის სექცია 4 ნაწილსა და 25 შეკითხვას მოიცავს. სტუდენტს ჩანაწერის მოსასმენად 30 წუთი აქვს გამოყოფილი, ხოლო დამატებით 6 წუთი პასუხების ჩასაწერად ეძლევა. ამ სექციაში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს წარმოადგენს.

მეტყველების ნაწილს 10-12 წუთი ეთმობა და სულ 4 სექციას მოიცავს. ტესტის ამ ნაწილზე გასვლა მხოლოდ წყვილად არის შესაძლებელი. ასე რომ, სტუდენტს თითოეულ სექციაში საუბარი უწევს, როგორც გამომცდელთან ასევე სხვა ჩამბარებელთანაც. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს შეადგენს. 

სულ ტესტის სამი დონე არსებობს:

1.  A (A1 და A2) - საბაზისო მომხმარებელი;

2. B (B1 და B2) - დამოუკიდებელი მომხმარებელი; 

3. C (C1 და C2) - პროფესიონალი მომხმარებელი.

ქულები და ჩაბარების წესები:

ტესტში მაქსიმალური ქულა 100-ია, ხოლო მინიმალური - 70. 85. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ევროპული სტანდარტის მიხედვით ინგლისური ენის ცოდნის: A, B ან C დონის  შესაბამისს სერთიფიკატს. 

საქართველოში  PET-ს „ბრიტანეთის საბჭო“ იბარებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივნისის პირველ ნახევარში, ტარდება. ტესტზე დარეგისტრირების ბოლო ვადა აპრილის შუა რიცხვებია.

PET-ის საფასური  135 ლარი და 50 თეთრია, ხოლო დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში დამატებით 58 ლარის გადახდა მოგიწევთ. ტესტის ონლაინ-შედეგები ივლისის დასაწყისში ხდება ცნობილი, სერთიფიკატები კი ივლისის ბოლოს გაიცემა.

ჩვენთან მომზადება:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება PET-ის სამივე ნაწილის (Reading and Writing, Listening and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევთ.

კურსის მსვლეობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგი მიიღწეს.

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პეროსნალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარატნირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა. 

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს. 

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ PET-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა. 

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით PET-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები: 

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ შეფასებასაც, როგორიცაა A. 

 

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი