CPE


ზოგადი ინფორმაცია  CPE-ის ტესტის  შესახებ:

CPE-ის არის კემბრიჯის უნივერისტეტის უმაღლესი ხარისხის ტესტი ინგლისურ ენაში. ტესტი, ძირითადად, იმ სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც განსაკუთრებით, მაღალ დონეზე ინგლისური ენა იციან. 

CPE 5 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და მეტყველება.

წაკითხულის გააზრებას 1 საათი და 30 წუთი ეთმობა. იგი 4 სექციასა და 40 შეკითხვას მოიცავს. ამ ნაწილში მოცემული მასალა სხვადასხვა სახის მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურიდან დაჟურნალ-გაზეთებიდან არის ამოღებული. წაკითხულის გააზრებაში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 20%-ს შეადგენს. 

წერის ნაწილისთვის 2 საათია გამოყოფილი. იგი 2 სექციას მოიცავს და ამოწმებს სტუდენტის ესსეების, ანგარიშების, შეთავაზებებისა და მიმოხილვების წერის შესაძლებლობებს. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შედეგის 20%-ს წარმოადგენს. 

ინგლისურის გამოყენებას 1 საათი და 30 წუთი ეთმობა. იგი 5 სექციისა და 44 შეკითხვისგან შედგება და გვიჩვენებს ტესტის ჩამბარებლის უნარს შესაბამისს დროსა და ვითარებაში სხვადასხვა სახის სიტყვები და იდიომები სწორად გამოიყენოს. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 20%-ია. 

მოსმენის ნაწილისთვის 40 წუთია გამოყოფილი. იგი 4 სექციისა და 28 შეკითხვისგან შედგება. მასში მოცემული მოსასმენი მასალა სხვადასხვა სახის ინტერვიუებს, გამოსვლებსა და ლექციებს მოიცავს. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 20%-ს წარმოადგენს. 

მეტყველების ნაწილს 19 წუთი ეთმობა და 3 ნაწილისგან შედგება. იგი სტუდენტის ინგლისურად თავისუფლად საუბრის შესაძლებლობებს ამოწმებს.

მთლიანად CPE-ის ტესტის ჩასაბარებლად 6 საათია საჭირო. 

ქულები და ჩაბარების წესები:

საქართველოში  CPE-ს „ბრიტანეთის საბჭო“ იბარებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივნისის პირველ ნახევარში, ტარდება. ტესტზე დარეგისტრირების ბოლო ვადა აპრილის შუა რიცხვებია.

 CPE-ის საფასური 272 ლარია. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში კი დამატებით 58 ლარის გადახდა მოგიწევთ. ტესტის ონლაინ-შედეგები ივლისის ბოლოს ხდება ცნობილი, ხოლო სერთიფიკატები აგვისტოს დასაწყისში გაიცემა.

ტესტში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა  100-ია. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ევროპული სტანდარტის მიხედვით ინგლისური ენის ცოდნის: A, B ან C დონის  შესაბამისს სერთიფიკატს. 

ჩვენთან მომზადება:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება CPE-ის ოთხივე ნაწილის (Reading, Writing, Use of English, Listening and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ არის საჭირო.

კურსის მსვლეობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი. 

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პეროსნალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარატნირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ CPE-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა. 

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით CPE-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ შეფასებასაც, როგორიცაა B. 

 

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი