ILEC


ზოგადი ინფორმაცია  ILEC-ის ტესტის  შესახებ:

ILEC არის იურიდიული ინგლისური ენის მაღალი ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის.  იგი ტესტის ჩამბარებლის იურიდიული ინგლისურის ცოდნის დონეს ამოწმებს. 

ILEC-ში მოცემული შეკითხვები და დავალებები სხვადასხვა სახის იურიდიულ საკითხებს მოიცავს. მათ შორსაა: 

კორპორაციები

ბიზნეს ასოციაციები

ხელშეკრულებები

სასაქონლო გაყიდვები

უძრავი ქონება

მოვალე-კრედიტორები

ინტელექტუალური საკუთრება

სამსახური

შეჯიბრობითობა

გარემოსდავცითი საკითხები

მოლაპარაკებების ასპექტები

დაცული ტრანსაქციები

საერთაშორისო სამართლის ასპექტები

ტესტი ასევე მოიცავს საკითხებს იურიდიული პრაქტიკიდან. 

ILEC ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, წერა, მოსმენა და მეტყველება. 

წაკითხულის გააზრებას 1 საათი და 15 წუთი ეთმობა. იგი 6 სექციასა და 54 შეკითხვას მოიცავს. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს წარმოადგენს. 

წერის ნაწილისთვის 1 საათი და 15  წუთი არის გამოყოფილი და ორი სექციისგან შედგება: პირველში - ტესტის ჩამბარებელს 180 სიტყვიანი წერილის დაწერა ევალება, მეორეში - 250 სიტყვიანი მემორანდუმის. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს შეადგენს. 

მოსმენის ნაწილს 40 წუთი ეთმობა და 4 სექციასა და 30 შეკითხვას მოიცავს. თითოეულ სექციაში მოცემული მოსასმენი მასალა იურიდიული თემატიკის სხვადასხვა სახის საუბრებისა და  სატელეფონო ჩანაწერებისგან შედგება და მასში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ია.

მეტყველების ნაწილისთვის 16 წუთია გამოყოფილი და 4 სექციისგან შედეგება. ტესტის ეს ნაწილი ამოწმებს სტუდნეტის შესაძლებლობებს თავისუფლად ისაუბროს იურიდიულ საკითხებზე. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს წარმოადგენს. 

მთლიანად ტესტის ჩაბარებას 3 საათი და 30 წუთი სჭირდება. 

ქულები და ჩაბარების წესები:

საქართველოში  ILEC-ს „ბრიტანეთის საბჭო“ იბარებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივნისის პირველ ნახევარში, ტარდება. ტესტზე დარეგისტრირების ბოლო ვადა აპრილის შუა რიცხვებია. ILEC-ის საფასური 366 ლარია, ხოლო დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში დამატებით 58 ლარის გადახდა მოიწევთ. ტესტის ონლაინ-შედეგები ივლისის ბოლოს ხდება ცნობილი,  სერთიფიკატები კი აგვისტოს დასაწყისში გაიცემა. 

ILEC -ში მიღებულ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 100-ია. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ინგლისური ენის ცოდნის: A, B ან C დონის  შესაბამისს სერთიფიკატს ევროპული სტანდარტის მიხედვით. 

ჩვენთან მომზადება:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება ILEC-ის ოთხივე ნაწილის (Reading, Writing, Listening and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ არის საჭირო.

კურსის მსვლეობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი. 

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პეროსნალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარატნირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს. 

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ILEC-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამებს ინგლისურ ენაში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა. 

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით ILEC-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი