IELTS
ზოგადი ინფორმაცია IELTS-ის ტესტის შესახებ:
IELTS-ის ტესტის ჩაბარება მოეთხოვებათ მათ, ვინც აპირებს სწავლას დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტებში. იგი ასევე გამოადგებათ ევროპის, აშშ-სა და კანადის ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს. აგრეთვე მათ, ვისაც სურს სამუშაოდ ან ტრეინინგზე გამგზავრება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
IELTS-ს ყოველწლიურად მსოფლიოში 1.7 მილიონი ადამიანი აბარებს და მის შედეგებს 135 ქვეყნის 7000-ზე მეტი უნივერისტეტი და სასწავლო ცენტრი აღიარებს. ტესტზე გასვლა წელიწადში 48-ჯერ არის შესაძლებელი. საქართველოში IELTS-ს “ბრიტანეთის საბჭო” იბარებს.
IELTS-ის ორი ვარიანტი არსებობს: აკადემიური და ზოგადი. ტესტის აკადემიური ვარიანტი ესაჭიროებათ მათ, ვინც საზღვარგარეთის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში აკადემიური ხარისხის მოპოვებას აპირებს. ზოგადი ვარიანტი კი საზღვარგარეთ სამუშაოდ ან ტრეინინგის გასავლელად წამსვლელთათვის არის საჭირო.
მთლიანად ტესტი ოთხი სექციისგან შედგება: მოსმენა, წაკითხულის გააზრება, წერა და მეტყველება. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიური და ზოგადი ვარიანტების კითხვისა და წერის სექციები ერთმანეთისგან დავალებათა სირთულით განსხვავდება, ხოლო მოსმენისა და მეტყველების სექციები ორივე ვარიანტისთვის ერთიდაიგივეა. ზოგადად, IELTS-ში მოცემული დავალებები საჭიროებს: როგორც რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის ამორჩევას, ასევე პასუხების ხელით ჩაწერასაც.
მოსმენის სექციას სულ 40 წუთი ეთმობა. აქედან 30 წუთი სუფთა მოსმენაზე მოდის, ხოლო 10 წუთი - პასუხების ფურცელში სწორი პასუხების გადატანაზე. მოსმენის სექცია თავის მხრივ ოთხ ნაწილად იყოფა, რომელთაგან თითოეული 10 შეკითხვას მოიცავს. წაკითხულის გააზრების სექციისთვის 1 საათია გამოყოფილი. სექცია სამი ნაწილისა და 40 დავალებისგან შედგება, რომლებიც ზოგადი და აკადემიური ვარიანტებისთვის სხვადასხვაა. აკადემიური ვარიანტის წერის სექციას 60 წუთი ეთმობა და ორ ნაწილსა და ორ დავალებას მოიცავს. პირველ ნაწილში სტუდენტს 150 სიტყვაში რაიმე ცხრილის, დიაგრამის ან სქემის აღწერა ევალება, ხოლო მეორე ნაწილში - მოცემული თემის ირგვლივ 250 სიტყვიანი ესსეს დაწერა. ზოგადი ვარიანტის წერის სექციაში კი სტუდენტს 150 სიტყვაში წერილის დაწერა, ან მოცემული სიტუაციის ახსნა მოეთხოვება, ხოლო მეორე ნაწილში - მოცემული თემის ირგვლივ 250 სიტყვიანი ესსეს დაწერა. ზეპირი მეტყველების სექცია 11-14 წუთს მოიცავს. სექცია სამი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში სტუდენტს საკუთარ თავზე და ოჯახზე საუბარი ევალება, მეორე ნაწილში - მოცემული თემის ირგვლივ ზოგადი საუბარი, ხოლო მესამეში - ამევე თემის უფრო დეტალური მიმოხილვა.
მთლიანად ტესტის პირველი სამი ნაწილის ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთია. რაც შეეხება მეტყველების სექციას, იგი ცალკე, პირველი სამი ნაწილის ჩაბარებიდან ერთი კვირის შემდეგ, ან ერთი კვირით ადრე ტარდება.
IELTS-ის შედეგები ტესტის ჩაბარებიდან 13 კალენდარული დღის განმავლობაში ხდება ცნობილი.
ტესტის თითოეული სექცია სკალირებული ქულებით ფასდება 0-9 -იან სკალაზე. საბოლოო შედეგიც ამავე სკალის მიხედვით ჯამდება. შესაბამისად, მაქსიმალური ქულაა 9, ხოლო მინიმალური - 0.
სულ IELTS-ის 10 დონე არსებობს.
გამოცდაზე გასვლის წესები:
IELTS-ის ორივე ვარიანტის ღირებულება GBP 103,50 ფუნტი-სტერლინგია ლარებში. დანიშნული ტესტის გადადება შესაძლებელია ტესტის თარიღამდე 5 კვირით ადრე. ასეთ შემთხვევაში თქვენ აგინაზღაურდებათ ტესტის საფასური, ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით, ხოლო თუ დანიშნულ თარიღამდე 5 კვირის განმავლობაში მოგიხდათ მისი გადადება, ტესტის საფასური აღარ აგინაზღაურდებათ. თუ ტესტი ავადმყოფობის გამო გააცდინეთ, დანიშნული თარიღიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოთ სამედიცინო ცნობა და გადახდილი თანხა, ადმინსტრაციული ხარჯების გარდა, უკან დაგიბრუნდებათ.
IELTS-ის ჩაბარება განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი. შედეგების გასაჩივრებისას კი დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ, რომელიც თქვენი საჩივარის გამართლების შემთხვევაში უკან დაგიბრუნდებათ.
ტესტის ჩაბარების მსურველმა შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა განაცხადი IELTS-ის ადგილობრივ საგამოცდო ცენტრებში სამი თვით ადრე უნდა შეიტანონ და მათ ყველა პირობას შეუქმნიან ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად.
ჩვენთან მომზადება:
ჩვენთან სწავლების პერიოდში ყურადღება თანაბრად ექცევა IELTS-ის ოთხივე ნაწილის (Listening, Reading, Writing and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის მსვლელობისას რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება ხდება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი.
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.
კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა. თუ თქვენ ჯერ არ ხართ მზად კურსის დასაწყებად, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ IELTS-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები ინგლისურ ენაში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.
ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.
კურსზე ჩაწერა და ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll
ჩვენი სტუდენტები:
ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 8.5 ქულა.
ჩვენი სტუდენტების ნაწილი რომლებმაც 6.5 -ზე მაღალი ქულა მიიღეს:
ანა რეხვიაშვილი - 8.5
ლელი ჭელიძე - 8.5
თამარ ბუზიაშვილი - 8.0
ალექსანდრე გოგიბერიძე - 7.0
ალექსანდრე გოგოხია - 7.0
ირაკლი ვეშაპიძე - 7.0
გიორგი შაგიძე - 7.0
ალექსი ჩიქოვანი - 7.0
საბა ჯიმშელეიშვილი - 7.0
სიახლეები
-
- 16
- თებ
მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის! რატომ ავირჩიოთ ...მეტი -
- 8
- ოქტ
თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი
წარმატებული სტუდენტები
-
გიგლა ჯაბიშვილი
38 წლის
გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი
-
სოფიო ზაქარიაძე
33 წლის
სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი
-
გიორგი შაგიძე
38 წლის
გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი
-
ლევან როინიშვილი
39 წლის
ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი
-
ამირან შეროზია
36 წლის
www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი
-
გრიგოლ სვანიძე
33 წლის
გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი
-
ზურა გიორგაძე
24 წლის
www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი
-
დავით მოწონელიძე
-
P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი
-
ლუკა ინჩერტი
46 წლის
http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი
-
საბა პოღოსოვი
30 წლის
www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი
-
გიორგი ჩუბინიძე
33 წლის
http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი
-
ჯეისონ დიუპონტ
41
მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი
-
ჯაბა ბურჯალიანი
32
დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი
-
დავით ლაგვილავა
36
P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი
-
მარიამ მითაიშვილი
18
"ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი
-
მარიამ კობიაშვილი
20
"PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი
-
ივანე გიგოშვილი
26
"PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი
-
ზვიად კერვალიშვილი
34
"P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი
-
ალექსანდრე ქოჩაკიძე
26
"PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი
-
მარიამ დავითაშვილი
22
მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი
ჩვენ შესახებ
P/T/G 2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი