TOEIC


ზოგადი ინფორმაცია TOEIC-ის ტესტის შესახებ:

TOEIC-ის ტესტის ჩაბარება 30 წელზე მეტია აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ტესტი ყველაზე ეფექტურად ამოწმებს სამუშაო გარემოსთვის საჭირო ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს.

დღეისათვის მსოფილოს 120-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე ორგანიზაციამ თუ სამთავრობო სტრუქტურამ გამოიყენა ტესტი თანამშრომლების შესარჩევად, ხოლო 2011 წლის მონაცემებით ტესტი 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაირა.

პირველად TOEIC 1979 წელს ჩატარდა. მასში მოცემული დავალებები ახდენს რეალური სამსახურეობრივი ვითარების სიმულირებას. ტესტის შედეგებს თან ერთვის ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია ჩამბარებლის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. გარდა ამისა, იგი საშუალებას აძლევს დამქირავებელს, გაიგოს, რა სახის სამუშაოს შესრულება შეუძლია თანამშრომელს უფრო ეფექტურად.

TOEIC-ის მოსმენისა და კითხვის ტესტი 200 შეკითხვას მოიცავს, რომელთა საპასუხოდ ჩამბარებლს 2.5 საათი აქვს გამოყოფილი.

მოსმენის სექცია 100 შეკითხისგან შედეგება და 4 ნაწილად არის დაყოფილი:

1.    სურათები;
2.    კითხვა-პასუხი;
3.    საუბრები;
4.    მოკლე საუბრები.

კითვის სექცია ასევე 100 შეკითხვისგან შედგება და 3 ნაწილად იყოფა:

1.    წინადადებების ჩასმა;
2.    შეცდომების გასწორება;
3.    წაკითხულის გააზრება.

კითხვის სექციას მოსდევს ბიოგრაფიული სექცია, რომელსაც 30 წუთი ეთმობა.

TOEIC-ის მეტყველებისა და წერის ტესტი 2006 წლიდან არსებობს. იგი ორი სექციისგან შედგება და თითოეულს 20-20 წუთი ეთმობა. ტესტი ჩამბარებლის გამოთქმას, სიტყვათა მარაგსა და გრამატიკის ცოდნის დონეს ამოწმებს. 

მეტყველების სექცია 11 დავალებისგან შედგება. პირველი 9 შეკითხვა 0-3 ქულიანი სკალით ფასდება, ბოლო ორი კითხვა კი - 0-5 სკალით. შემდეგ ეს ქულები ჯამდება, სკალირდება და საბოლოოდ, 0-200 ქულიან სკალას ვიღებთ. ტესტის ამ ნაწილში მიღებული შედეგები შეფასების რვა დონით განისაზღვრება.

წერის სექცია 8 შეკითხვას მოიცავს, რომელთაგან პირველი პირველი ხუთი 0-3 ქულიანი სკალის მიხედვით ფასდება, მომდევნო ორი - 0-4 ქულიანი სკალით, ხოლო ბოლო შეკითხვა - 0-5 ქულიანი სკალით. შემდეგ ეს ქულები ჯამდება, სკალირდება და საბოლოოდ, 0-200 ქულიან სკალას ვიღებთ. ტესტის ამ ნაწილში მიღებული შედეგები შეფასების ცხრა დონით განისაზღვრება.

TOEIC-ის ტესტის შედეგები ინახება ტესტის ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში.

ქულები და ჩაბარების წესები:

მოსმენისა და კითხვის სექციები ცალ-ცაკლე 5-495 ქულიან სკალაზე ფასდება. მთლიანად, ტესტში მინიმალური ქულა 10-ია, ხოლო მაქსიმალური - 990. 

მიღებული ქულების მიხედვით  TOEIC-ის მოსმენისა და კითხვის ტესტის 5 სახისა და ფერის სერთიფიკატი არსებობს:

1.    ნარინჯისფერი (10-215 ქულა)
2.    ყავისფერი (220-465 ქულა)
3.    მწვანე (470-725 ქულა)
4.    ლურჯი (730-855 ქულა)
5.    ოქროსფერი (860-990 ქულა)

მეტყველებისა და წერის ტესტში მაქსიმალური ქულა 400-ია.

TOEIC-ის სასწავლო კურსის აღწერა:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება ახალი TOEIC-ის ორივე ტესტის (Listening and Reading, Speaking and Writing) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ არის საჭირო.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა მოხდეს.

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ TOEIC-ის კურსისთვის აუცილებელი წინამოსამზადებელი პროგრამები  ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით TOEIC-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 850.

 

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი