LSAT


ზოგადი ინფორმაცია LSAT-ის კურსის შესახებ:

LSAT-ის ტესტის ჩაბარება არის აუცილებელი წინაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტებში იურიდიული პროფილით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ტესტი იურიდიული სკოლების მიმღები საბჭოს ( LSAC) მიერ არის შემუშავებული და პირველად 1948 წელს ჩატარდა.

LSAT ამოწმებს სტუდენტის ვერბალურ და ლოგიკურ უნარებს და გვაჩვენებს, თუ რამდენად მზადაა იგი იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად.

ზოგადად, ტესტი 35 წუთიანი 5 სექციისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი ექსპერიმენტალურია და მისი შეფასება ტესტის შედეგებზე არ მოქმედებს. მეხუთე სექციის ბოლოს სტუდენტებს 35 წუთში ანალიტიკური თემის დაწერა ევალებათ. გაითვალისწინეთ, რომ თემის შეფასება ტესტის შედეგებზე არ აისახება, თუმცა მისი სკანირებული ვერსია საბოლოო ქულებს თან ერთვის.

LSAT - ში წაკითხულის გააზრების სექციაში დასმული კითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად სწორია. ეს სექცია ამოწმებს სტუდენტის უნარს გაიგოს და სწორად გააანალიზოს მოცემული იურიდიული მასალა.

ანალიტიკური მსჯელობის სექცია ოთხი, ეგრეთ წოდებული, ლოგიკური თამაშისგან შედგება და აფასებს სტუდენტის შესაძლებლობას სწორად გაიაზროს კავშირი სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს შორის და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

ლოგიკურად მსჯელობის სექცია ამოწმებს სტუდენტის ლოგიკურსა და კრიტიკული მსჯელობის უნარებს. თითოეული კითხვა მოიცავს პატარა ფრაგმენტს, რომელიც ტესტის ჩამბარებელმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს, გაანალიზოს და სათანადო დასკვნები გამოიტანოს.

მეოთხე ექსპერიმენტული სექცია მოიცავს LSAT - ის ახალი ტესტებისთვის მოსამზადებელ კითხვებს. სტუდენტისთვის წინასწარ ცნობილი არ არის, ზემოთ ჩამოთვლილი სამი ტიპის დავალებებიდან, რომელი იქნება ექპერიმენტრულ ნაწილში.

ბოლო - წერითი სექცია შედგება პრობლემისგან, რომელიც ორგვარად შეიძლება გადაიჭრას. სტუდენტმა უნდა აირჩიოს ამ ორიდან მისთვის მისაღები ვარიანტი და ეს არჩევანი გაამყაროს სათანადო არგუმენტებით. თემის შეფასებისას უნივერისტეტები და კოლეჯები სწორედ არგუმენტების სისწორესა და შესაბამისობას აქცევენ დიდ ყურადღებას.

ქულები და ჩაბარების წესები:

LSAT-ის ჩაბარება წელიწადში 4-ჯერ არის შესაძლებელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, კარიბის ზღვის ქვეყნებსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ტესტი ყოველთვის შაბათობით ბარდება. გამონაკლისია მხოლოდ ივნისის თვე, როცა იგი ორშაბათს ინიშნება. 

სტუდენტს ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ აქვს ტესტზე გასვლის უფლება. LSAT-ზე დასაშვებად აუცილებელია  ჩამბარებელს თან ქონდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტო-სურათი. ასევე მას მოეთხოვება თითების ანაბეჭდების გაკეთებაც. ამ შემთხვევაში გამონაკლისია მხოლოდ კანადის საგამოცდო ცენტრები, სადაც იქაურ კანონებთან შეუსაბამობის გამო თითების ანაბეჭდებს არ ითხოვენ.

ტესტის ჩაბარების საფასური $339-342 დოლარია და იგი 120-180 ქულაინი სკალის მიხედვით ფასდება.  
გამოცდაზე გასვლიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში ჩამბარებელს შეუძლია საკუთარი შედეგების გაუქმება მოითხოვოს.

LSAT-ის ოფიციალური ვებ-საიტი: 

http://www.lsac.org/jd/lsat/about-the-lsat.asp

LSAT-ის სასწავლო კურსის აღწერა:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება LSAT-ის სამივე ნაწილის (Reading Comprehension, Analytical Reasoning and Logical Reasoning) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ არის საჭირო.

კურსის მსვლეობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანამიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა მოხდეს.
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ LSAT-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები: იურიდიულ ინგლისურსა და მათემატიკაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა. 

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით LSAT-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 168 ქულა 180-დან.

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი