SAT
ზოგადი ინფორმაცია SAT-ის შესახებ:
SAT არის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს თქვენი ცოდნა და რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ ამ ცოდნის გამოყენება შესაბამის ვითარებაში. ტესტი ამოწმებს თქვენი კითხვის, წერისა და მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობის უნარებს. სტუდენტების უმეტესობა SAT-ს აბარებს სკოლის დამამთვრებელ კლასებში. ამერიკის თითქმის ყველა უნივერსიტეტი და კოლეჯი ეყრდნობა SAT-ის შედეგებს ბაკალავრიატზე მისაღები გამოცდების დროს.
SAT-ის ტესტი პირველი საერთაშორისო ტესტია მსოფლიოში. მისი წინამორბედი ტესტი პირველად 1901 წელს ჩატარდა და 69 სხვადასხვა ადგილას 1000-მდე სტუდენტმა გაიარა. ხოლო 1926 წლიდან უკვე როგორც SAT ( Scholastic Aptitude Test - სამეცნიერო/ სასკოლო მზაობის ტესტი) დამკვიდრდა. აქედან მოყოლებული მისი შედეგები თქვენი სკოლის ნიშნებთან კომბინაციაში, დღემდე საუკეთესო ინდიკატორია კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ადმინსტრაციისათვის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. 1990 წელს, SAT-ის შეუცვალეს სახელი და დაარქვეს Scholastic Assassment Test, თუმცა 1993 წელს ისევ შეუცვალეს სახელი და უწოდეს SAT Reasonong Test. დღეისთვის SAT უკვე აღარ იშიფრება და ცნობილია როგორც უბრალოდ SAT.
მთლიანად SAT-ის ტესტისთვის 3 საათი 50 წუთია განკუთვნილი. იგი სამ მთავარ ნაწილს: კითხვით ტესტს, წერით ტესტს და ენობრივ ტესტს, და მათემატიკირ ტესტს მოიცავს, რომლებსაც მეოთხე არჩევითი სექციაც - ესსე - ემატება.
კითხვითი ნაწილი, იგივე ვერბალური ნაწილი, 65 წუთიანი ტესტისგან შედგება. იგი მოიცავს წაკითხულის გააზრებასა.
ანალიტიკური წერის და ენობრივი ნაწილი - სხვადასხვა სახის დავალებებს მოიცავს რომლებიც თქვენი გრამატიკის, ლექსიკის, წინადადების და აბზაცების აგებულების ცოდნას ამოწმებს.
მათემატიკური ნაწილი ერთი 25 წუთიანი (კალკულატორის გარეშე) და ერთი 55 წუთიანი (კალკულატორით) სექციისგან შედგება. პირველი სექცია 20 დავალებას მოიცავს. 1 - 15 კითხვებს რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან ერთი აუცილებლად სწორია. 16 - 20 კითხვები ეგრეთ წოდებული გრიდ ინებია (Grid Ins), რომელიც პასუხის ჩაწერას მოითხოვს. ხოლო მეორე სექცია 38 დავალებისგან შედგება, რომელთაგან 1 - 30-ს სავარაუდო პასუხები აქვს, ხოლო დანარჩენი 8 გრიდ ინებია. ტესტის ამ ნაწილში შემდეგი თეორიული მასალის ცოდნა მოგეთხოვებათ: არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, სტატისტიკა, ალბათობა და მონაცემთა ანალიზი. რაც შეეხება, კალკულატორის გამოყენებას, ათემატიკური ნაწილის ყველა კითხვის ამოხსნა არის შესაძლებელი კალკულატორის გარეშე მარგრამ, თქვენ შეგიძლიათ კალკურატორით სარგებლობა მხოლოდ 55 წუთიან სექციაში. რეკომენდირებულია სამეცნიერო ან გრაფიკული კალკულატორის გამოყენება.
ესსეს დასაწერად 50 წუთია გამოყოფილი და მისი შედეგი ცალკე ფასდება. ესსე მოცემულ შეკითხვას კონკრეტულად და გასაგებად უნდა პასუხობდეს. შეკითხვა შეიძლება ნებისმიერ თემას ეხებოდეს და უფრო ხშირად ფილოსოფიური ხასიათისაა და ისეა შედგენილი რომ მისაღები იყოს ნებისმიერი სტუდენტისთვის, მისი განათლებისა თუ კულტურული წარმომავლობის მიუხედავად. ესსეს 1-4 ქულიანი სკალის მიხედვით ორი დამოუკიდებელი შემსწორებელი აფასებს. იმ შემთხვევაში თუ მათი შეფასება მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა, მესამე გამსწორებელი კიდევ ერთხელ ამოწმებს ნაწერს და მისი შეფასება უკვე საბოლოოა.
ქულები და ჩაბარების წესები:
ტესტი წელიწადში 7-8-ჯერ ბარდება ამერიკაში - ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, მარტში ან აპრილში, მაისსა და ივნისში. მისი ჩაბარება შესაძლებელია იმავე თვეებში მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, გარდა მარტის ან აპრილისა. როგორც წესი, SAT-ის ტესტი თვის პირველ შაბათს ტარდება ნოემბერში, დეკემბერში, მაისსა და ივნისში. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ტესტის თარიღამდე სამი კვირით ადრე უნდა გაიარონ ონლაინ-რეგისტრაცია საკუთარი ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის გამოყენებით.
ტესტის ჩაბარების საფასური 52$ ესსეს გარეშე და 68$ დოლარია ესსეთი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი სამი სავალდებულო და ერთი არჩევითი ნაწილისგან შედეგება. სავალდებულო ნაწილებიდან კითხვთი და გრამატიკული ნაწილი 100-400 ქულიანი სკალით ფასდება ცალცალკე. შესაბამისად, მინიმალური ჯამური ქულა ვერბალურ ნაწილში 200-ია, ხოლო მაქსიმალური - 800. ამას ემატება მათემატიკა რომელიც ფასდება 200 - 800 ქულით.
SAT-ის ჩაბარებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდნეტებს აქვთ საშუალება უფასოდ გაიარონ ტესტი. ასევე მათ ეძლევათ ჩვეულებრივთან შედარებით ნახევარჯერ ან ორჯერ მეტი დრო.
SAT-ის ოფიციალური საიტი:
http://sat.collegeboard.org/home
SAT-ის სასწავლო კურსის აღწერა:
სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება SAT-ის სამივე ნაწილის (Writing, Critical Reading and Math) ჩვევების განვითარებას.
კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალური პროგრესის მიღწევა დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს.
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.
კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.
ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ SAT-ის კურსისთვის წინა-მოსამზადებელი პროგრამები: მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.
სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა ხდება უფასოდ.
კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll
კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით SAT-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.
ჩვენი სტუდენტები:
ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 1590 ჯამური ქულა.
სიახლეები
-
- 16
- თებ
მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის! რატომ ავირჩიოთ ...მეტი -
- 8
- ოქტ
თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი
წარმატებული სტუდენტები
-
გიგლა ჯაბიშვილი
38 წლის
გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი
-
სოფიო ზაქარიაძე
33 წლის
სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი
-
გიორგი შაგიძე
38 წლის
გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი
-
ლევან როინიშვილი
39 წლის
ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი
-
ამირან შეროზია
36 წლის
www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი
-
გრიგოლ სვანიძე
33 წლის
გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი
-
ზურა გიორგაძე
24 წლის
www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი
-
დავით მოწონელიძე
-
P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი
-
ლუკა ინჩერტი
46 წლის
http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი
-
საბა პოღოსოვი
30 წლის
www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი
-
გიორგი ჩუბინიძე
33 წლის
http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი
-
ჯეისონ დიუპონტ
41
მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი
-
ჯაბა ბურჯალიანი
32
დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი
-
დავით ლაგვილავა
36
P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი
-
მარიამ მითაიშვილი
18
"ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი
-
მარიამ კობიაშვილი
20
"PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი
-
ივანე გიგოშვილი
26
"PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი
-
ზვიად კერვალიშვილი
34
"P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი
-
ალექსანდრე ქოჩაკიძე
26
"PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი
-
მარიამ დავითაშვილი
22
მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი
ჩვენ შესახებ
P/T/G 2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი