GRE


ზოგადი ინფორმაცია GRE-ის ტესტის შესახებ:

GRE-ის ტესტის  ჩაბარება ამერიკის უმაღლეს სასწავლებელთა უმრავლესობის აუცილებელი მოთხოვნაა. ის ასევე არის ევროპის ზოგიერთ უნივერსიტეტში მიღების აუცილებელი პირობა. ტესტი, ძირითადად, განკუთვნილია ბიზნესისა და ტექნიკური პროფილის მქონე სტუდენტებისთვის. იგი ანალიტიკური (Analytical Writing), მათემატიკური (Quantitative Reasonong)  და  ვერბალური (Verbal Reasonong) ნაწილებისგან შედეგება, რომლებიც ტესტის მსვლელობისას ერთმანეთს ენაცვლება. თუმცა გაითვალისწნეთ, რომ ტესტი ყოველთვის ანალიტიკური ნაწილით იწყება.

ანალიტიკური წერა აფასებს სტუდენტის კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური წერის უნარებს, განსაკუთრებით, თქვენს შესაძლებლობას კომპლექსური ნააზრევი მარტივად და ეფექტურად გადმოსცეთ. ანალიტიკური წერის სექცია თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში სტუდენტმა უნდა შეაფასოს და გააკრიტიკოს რაიმე კონკრეტული საკითხი ან თემა, ხოლო მეორე ნაწილში - შეაფასოს და გააკრიტიკოს დავალებაში მოცემული არგუმენტები. თითოეული ესსესთვის 30 წუთია გამოყოფილი, ხოლო ნამუშევრების შეფასება 0-6-იანი სკალის მიხედვით ხდება.

ვერბალური ნაწილი ამოწმებს თქვენს შესაძლებლობებს სათანადოდ შეაფასოთ მოცემული მასალა და შემდგომ მიღებული ინფორმაციის სინთეზირება მოახდინოთ. ტესტის ამ ნაწილში სამი სახის დავალებები გვხვდება: წინადადებების  დასრულება, ტექსტის დასრულება  და წაკითხულის გააზრება. თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან ერთი ან რამდენიმე აუცილებლად სწორია. 

ტესტში ვერბალური ნაწილისთვის ორი სექციაა გამოყოფილი და თითოეულისთვის 30-30 წუთია განკუთვნილი. 

მათემატიკური ნაწილი აფასებს იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ მათემატიკური პრობლემის გადაწყვეტა არითმეტიკის, ალგებრის, გეომეტრისაა და  მონაცემთა ანალიზის საბაზისო ცოდნის გამოყენებით.ტესტის ეს ნაწილი 2 სექციისგან შედგება. თავის მხრივ, თითოეული სექცია 20 შეკითხვას მოიცავს და მათ გადასაწყვეტად 35 წუთია გამოყოფილი. გაითვალისწინეთ, რომ მათემატიკურ ნაწილში კალკულატორის გამოყენება დასაშვებია. 

ასევე ტესტში შედის მეექვსე ექსპერიმენტალური სექციაც, რომელიც მატემატიკურ ან ვერბალურ დავალებებს მოიცავს და მისი შედეგები საბოლოო შეფასებაზე არ მოქმედებს, თუმცა ტესტის წერის პროცესში სტუდენტისთვის ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელი სექციაა ექსპერიმენტალური.  

მთლიანად, GRE-ის ტესტისთვის 4.5 საათი არის განკუთვნილი.

ქულები და ჩაბარების წესები:

ტესტის ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ფასდება შესაბამისი ქულით 130-170-იან სკალაზე, ხოლო ანალიტიკური წერა 0-6 ქულით. ანალიტიკური წერის შედეგები, ტესტის დაწერიდან ორი კვირის ვადაში ხდება ცნობილი და  გავლენას არ ახდენს დანარჩენი ორი ნაწილის შედეგებზე. 

GRE-ის საფასური $130-დან $250 დოლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია იმ ქვეყნის პირობებზე, რომელშიც იგი ბარდება. 

შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს GRE-ის ტესტის ჩაბარება სპეციალურ პირობებში და შეღავათიან ფასებში შეუძლიათ.

ტესტში მიღებული ქულები 5 წელიწადი ინახება.

GRE-ის ოფიციალური საიტი:

http://www.ets.org/gre

GRE-ის სასწავლო კურსის აღწერა:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება GRE-ის სამივე ნაწილის (Verbal, Quantitative and Writing) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა მოხდეს. 

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა. 

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ GRE-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები: მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად. 

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით GRE-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 170 მათემატიკაში და 165 ვერბალში. ძველი ქულებით აღებული აქვთ 1500 ჯამური ქულა, 800 მათემატიკა და 700 ვერბალი.

 

სიახლეები

    • 16
    • თებ
    მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის!   რატომ ავირჩიოთ ...მეტი
    • 8
    • ოქტ
      თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები   ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    -

      P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G  2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი