GMAT


ზოგადი ინფორმაცია GMAT-ის შესახებ:

წამყვანი ბიზნეს სკოლები და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით GMAT-ს აღიარებენ, როგორც მენეჯმენტზე სწავლის წარმატების ყველაზე ეფექტურ საზომსა და განმსაზღვრელს.

GMAT-ის ტესტის ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა მათთვის, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება ამერიკისა და კანადის უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესისა და სახელმწიფო მართვის სპეციალობებზე. ის ასევე არის ევროპის, ავსტრალიის, და საქართველოს ზოგიერთ უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრატურაზე მიღების აუცილებელი პირობა.

რომ შევაჯამოთ, კარგი უნივერსიტეტები დავყოთ 3 რგოლად. ბიზნესის მაგისტრატურის ყველა "ტოპ" უნივერსიტეტში სტუდენტები აბარებენ GMAT -ის მაღალი ქულებით -- 730-ის ზემოთ. მე-2 რგოლის უნივერსიტეტებში აბარებენ  650-720 ქულებით. ხოლო მე-3 რგოლის უნივერსიტეტებში -- 600-650. თუმცა, ასევე არსებობენ დაბალი რანგის უნივერსიტეტები სადაც შეგიძლიათ ჩააბაროთ 550-590 ქულებითაც. 

ტესტის სტრუქტურა:

ქვემოთ მოყვანილია ტესტის სტრუქტურის ცხრილი ოფიციალური ვებ-საიტიდან.

ტესტი ანალიტიკური წერის (Analitical Writing Assessment), ინტეგრირებული მსჯელობის (Integrated Reasonong), მათემატიკური (Quantitative) და ვერბალური (Verbal) ნაწილებისგან შედგება და აფასებს თქვენს ვერბალურ, მათემატიკურ, ანალიტიკურსა და წერით უნარებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოიმუშავეთ.

GMAT-ის ტესტის პირველ სექციას ანალიტიკური წერა წარმოადგენს, რასაც ინტეგრირებული მსჯელობის, მათემატიკური, და ვერბალური ნაწილები მოჰყვება. ანალიტიკური წერის სექციაში სტუდენტმა უნდა შეაფასოს და გააკრიტიკოს დავალებაში მოცემული არგუმენტები. ამ ესსესთვის 30 წუთია გამოყოფილი, ხოლო ნამუშევრის შეფასება 0-6-იანი სკალის მიხედვით ხორციელდება. ესსეს კომპიუტერი და სპეციალისტი ამოწმებს, თუ კომპიუტერისა და პროფესიონალი შემსწორებლის შეფასებებს შორის განსხვავება 1 ქულაა, მაშინ საბოლოოდ, ქულათა საშუალო ვარიანტი იწერება, ხოლო თუ ქულათა შორის განსხვავება 1-ზე მეტია, მაშინ ესსეს სხვა კომპეტენტური შემფასებელი ამოწმებს და მისი შეფასება უკვე საბოლოოა. შეფასების დროს ყურადღება ექცევა არა იმას, თუ რა ცოდნა აქვს სტუდენტს თემის ირგვლივ, არამედ რამდენად შეუძლია საკითხის სწორად და არგუმენტირებულად გაანალიზება. 2011 წლის მარტის მონაცემებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალიტიკურ ნაწილში საშუალო შეფასება 4.4 ქულა იყო.
ანალიტიკური წერის შედეგი, ტესტის დაწრიდან ორი კვირის ვადაში ხდება ცნობილი და გავლენას არ ახდენს დანარჩენი სამი ნაწილის შედეგებზე.

ინტეგრირებული მსჯელობის სექციაში, რომელიც გრძელდება 30 წუთი, მოითხოვება:
- გრაფებში ან ტექსტში მოცემული ინფორმაციის სინთეზირება
- სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის შეფასება
- ინფორმაციის ორგანიზება ურთიერთკავშირის დასადგენად და სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა
- სხვადასხვა ინფორმაციის კომბინირება და მანიპულირება კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად რომლებიც ეყრდნობიან სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.

მესამე - მათემატიკური სექცია ამოწმებს იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ მათემატიკური პრობლემის გადაწყვეტა არითმეტიკის, ალგებრის, გეომეტრისაა და მონაცემთა ანალიზის საბაზისო ცოდნის გამოყენებით.
ტესტის ეს ნაწილი 31 შეკითხვისგან შედგება და სტუდენტებს მათ ამოსახსნელად 62 წუთი აქვთ გამოყოფილი. თითოეულ შეკითხვას 5 სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან ერთი აუცილებლად სწორია. შეკითხვები ორი სახითაა წარმოდგენილი - პრობლემის გადაწყვეტა და მონაცემთა საკმარისობა. მათემატიკური ნაწილის შეფასება 0-60-იანი სკალის მიხედვით ხდება. 2011 წლის მარტის მონაცემებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ სექციის საშუალო ქულაა 36.2, ხოლო ქულები 50-ს ზემოთ და 7-ს ქვემოთ ძალიან იშვიათად გვხვდება. სხვა ტესტებისგან განსხვავებით, GMAT-ის მათემატიკურ სექციაზე კალკულატორი არ დაიშვება.

ვერბალური ნაწილი - 36 შეკითხვისგან შედგება და მათ გადასაწყვეტად სტუდენტებს 65 წუთი აქვთ განკუთვნილი. ტესტის ამ ნაწილში სამი სახის დავალებები გვხვდება: წინადადებების ჩასწორება, კრიტიკული მსჯელობა და წაკითხულის გააზრება. თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან ერთი სწორია. 2011 წლის მარტის მონაცემებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერბალურ ნაწილში საშუალო ქულაა 27.9, ხოლო ქულები 44-ს ზევით და 9-ს ქვემოთ იშვიათად გვხვდება.
მთლიანად, GMAT-ის ტესტისთვის 4.5 საათი არის განკუთვნილი. მისი ჩაბარება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ქულები და ჩაბარების წესები:

ტესტის ჩაბარების საფასური $250 დოლარია, ხოლო ქულათა მაქსიმალური რაოდენობა - 800.
თქვენი ქულები 5 წლის განმავლობაში ინახება.

GMAT-ის ოფიციალური საიტი:

www.mba.com

GMAT-ის სასწავლო კურსის აღწერა:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება GMAT-ის ოთხივე ნაწილის (Verbal, Quantitative, Integrated Reasonong and Writing) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა მოხდეს.
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პეროსნალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ GMAT-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები: მათემატიკასა და ინგლისურ ენაში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა ხდება უფასოდ.

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით GMAT-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებს, როგორიცაა 770, რაც არის 99 პერსენტაილი. ჩვეულებრივ ჩვენი სტუდენტები იღებენ 700-ზე მაღალ ქულებს რაც აუცილებელია საუკეთესო ბიზნეს სკოლებში ჩასაბარებლად, როგორიცაა ჰარვარდი, სტენფორდი, სლოუნი, ვორტონი და სხვა.

ჩვენი სტუდენტების ნაწილი რომლებმაც 700-ზე მაღალი ქულა მიიღეს:

ლევან როინიშვილი - 770

გივი გაჩეჩილაძე - 750

ნიკოლოზ ჩოლობარგია - 730

გიორგი ბაჩიაშვილი - 730

ნუცა გოგია - 730

ირაკლი ჩოლობარგია - 710

ცოტნე ებრალიძე - 710

ლიი ვონგი - 700

კრისტოფერ თორტონი - 690

 

 

სიახლეები

    • 16
    • თებ
    მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის!   რატომ ავირჩიოთ ...მეტი
    • 8
    • ოქტ
      თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები   ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    -

      P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G  2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი