|
პროფესიონალ ტრეინინგ
გრუპი P/T/G
2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას
შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო
ორგანიზაცია. P/T/G სთავაზობს მომხმარებელს ამერიკული და
ბრიტანული ტესტებისთვის მოსამზადებელი, და ინგლისური და
რუსული ენების კურსების ფართო არჩევანს. მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში ჩვენი ტრეინინგები წარმატებული იყო მრავალი
ორგანიზაციისა და კერძო პირთათვის. აღსანიშნავია, რომ
ჩვენმა მოსწავლეებმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს
ისეთ ტესტებში, როგორებიცაა: GMAT, GRE, SAT, LSAT, TOEFL
და IELTS.
P/T/G წარმატებით იყენებს ენის შესწავლის ტრადიციული და
თანამედროვე მეთოდების კომპლექსს და მუდმივად შემოაქვს
სიახლეები მოსწავლეების მიერ მასალის ათვისების
გასაუმჯობესებლად. ენის სწავლება მოიცავს გრამატიკის,
ფონოლოგიის, ლექსიკისა და ყოველდღიური სალაპარაკო ენის
მიზანმიმართულ გამოყენებას. გაკვეთილებზე თანამედროვე
სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენება დამატებითი მასალაც,
რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევთ გაეცნონ თანამედროვე
მსოფლიოს კულტურას და საზოგადოებას.
P/T/G - ის გამოცდილ და კვალიფიცირებულ პედაგოგებს გავლილი
აქვთ მრავალი ტრეინინგი და სპეციალური კურსი, ისინი
დაჯილდოებულნი არიან სერთიფიკატებითა და დიპლომებით. ეს
განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს საშუალება
ეძლევა მიიღოს ცოდნა ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი
სახელმძღვანელოებისა და მეთოდების გამოყენებით.
ჩვენს მოსწავლეებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები,
როგორებიც არიან: ირაკლი იმნაიშვილი, ნიკა ტაბატაძე, დათო
გოგიჩაიშვილი, დავით ტყეშელაშვილი, მაია ნადირაძე, გუგა
სულხანიშვილი, ბადრი კოპლატაძე, ივა დავითაია, დათო
გოგიბედაშვილი, გოგი გვახარია და ამჟამად არიან: ბიძინა
ბრეგაძე, დავით კირკიტაძე, დავით ნამგალაური, პაპუნა
ტოლიაშვილი, გიორგი შაგიძე, გიგლა ჯაბიშვილი და სხვები.
P/T/G არის ჩესტერის უნივერტსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და
King’s School-ის წარ-მომადგენელი საქართველოში, რაც
საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს ბრიტანულ
უნივერსიტეტში და ინგლისურ სკოლებში სასწავლებლად
გამგზავრება. ჩვენთან არის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის
და სხვა საუნივერსიტეო პროგრამები. ისევე, როგორც
ინგლისური ენის კურსების ფართო არჩევანი დიდი ბრიტანეთის
სხვადასხვა ქალაქებში. |